სტარტაპ სასტუმრო სესხი

თუ შენ გაქვს სურვილი დაიწყო ან განავითარო შენი სასტუმროს

ბიზნესი და გჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, მზად ვართ დაგეხმაროთ.

შეავსე სესხის განაცხადი, მიიღე სესხი და განავითარე შენი ბიზნესი!

უპირატესობები

ყველა მსესხებელ სტარტაპს შეუძლია დარეგისტრირდეს  ინდივიდუალურ კონსულტაციებზე დარგის პროფესიონალებთან შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ფინანსები
  • გადასახადები
  • ციფრული მარკეტინგი
  • ბრენდინგი
  • გაყიდვები
  • მენეჯმენტი
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • შესაძლებელია კლიენტი დაფინანსდეს პროექტის „უმასპინძლე საქართველოში“-ს ფარგლებში

    *კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ

სესხის პირობები

  • მოცულობა - 20,000 - 3,500,000 ლარი
  • მიზნობრიობა - შენობის, მიწის, ავეჯის და ინვენტარის შეძენა, მშენებლობა/რემონტი, „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება, სხვა სასტუმროსთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება
  • ვადა - მაქსიმუმ 12 წელი
  • საშეღავათო პერიოდი - მაქსიმუმ 2.5 წელი*
  • ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი

*საშეღავათო პერიოდი გულისხმობს მშენებლობა/რემონტის და ოპერირების ხანგრძლივობას

სტარტაპ სასტუმრო სესხის მისაღებად საჭიროა

სესხის მისაღებად საჭიროა გქონდეთ გამოცდილება ტურიზმის ან/და სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით, ან გყავდეთ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი

 

თანამონაწილეობა 40%, რომელიც შეიძლება იყოს:

  • ფულადი სახსრები - დანაზოგი / ბიზნეს ამონაგები.
  • მოპოვებული გრანტი
  • პროექტის განსახორციელებლად შეძენილი:
    • მიწა / შენობა ნაგებობები
    • ძირითადი საშუალებები
    • სხვა აქტივები
  • მშენებლობა/რემონტში განხორცილებული ინვესტიცები

დასაფინანსებელი სასტუმროს ტიპები

  • სასტუმრო
  • საოჯახო სასტუმრო
  • ჰოსტელი
  • აპარტამენტები
  • ან სხვა ტიპის განთავსების საშუალება, რომელიც გათვლილია ტურისტებზე

სესხის განაცხადის შევსების ინსტრუქცია

დაფინანსების მისაღებად უნდა შეავსო ონლაინ აპლიკაცია. მიჰყევი ინსტრუქციას:

 

  1. გაიარე რეგისტრაცია ჩვენს ვებ გვერდზე.
  2. გადადი სესხის განცხადების ბმულზე, შეიყვანე მომხმარებელი (მეილი) და პასვორდი. 
  3. განაცხადის შესავსებად დაგჭირდება შემდეგი ინფორმაცია: ბიზნეს იდეის/პროექტის აღწერა, სასურველი თანხის მოცულობა და ვალუტა, თანამონაწილეობის თანხა, სესხის მიზნობრიობის აღწერა და რეგიონი, სადაც იწყებთ ბიზნესს.
  4. სესხის აპლიკაციის შევსებიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში დაგიკავშირდებათ თიბისი ბანკის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია არ აკმოყოფილებს სესხის სტანდარტულ პირობებს მიიღებთ შეტყობინებას მეილით მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.


შეავსე განაცხადი