თანამშრომლების სისტემური მართვა

ნინო ოხანაშვილი

18 წლიანი გამოცდილება HR-ში, ტრენერი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.
  • აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე.
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

თანამშრომლების სისტემური მართვა

თუ გსურთ თანამშრომელთა მართვასთან, მათი მოტივიაციის და პროდუქტიულობის ზრდასთან დაკავშირებით თქვენი შეხედბულების გადამოწმება პროფესიონალთან, პრობლემის იდენტიფიცირება კონკრეტული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, სტრატეგიის ძირითადი საკითხების გააზრება , ან უბრალოდ HR-ის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება, მაშინ კონსულტაცია თქვენთვისაა. აღნიშნულ კონსულტაციაზე შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ თეორიულ ჩარჩოებს და იმას, თუ რა მუშაობს საქართველოს რეალობაში და როგორია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები.

 

 კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, კონსულტაციაზე საუბარი შეიძლება შეეხოს შემდეგ საკითხებს:

 

  • სად და როგორ ვიპოვოთ საჭირო თანამშრომლები
  • როგორ ვუზრუნველყოთ ანაზღაურებების სამართლიანობა კომპანიის შიგნით და ბაზართან მიმართებაში
  • რა შემთხვევაში და რა სახის ბონუსი გავცეთ
  • როგორ შევაფასოთ თანამშრომელთა საქმიანობა
  • როგორ ვმართოთ თანამშრომელთა მოტივაცია
  • როგორ განვავითაროთ და ვმართოთ ტალანტები ორგანიზაციის შიგნით

 

კონსულტაცია განკუთვნილია კომპანიის დირექტორებისთვის, დამფუძნებლებისთვის ან საშუალო და მაღალი რგოლის HR მენეჯერებისათვის.

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ლოკაცია-მარჯანიშვილის 7



შეავსე განაცხადი