ბრენდინგი

ლევან ლეფსვერიძე

კომპანია Leavingstone -ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი (აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე)
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

მარკეტინგი ციფრულ სამყაროში

 

სოციალური მედია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ყალიბდება.  ადამიანები ქსელში სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ ბრენდების შესახებ, შესაბამისად ბრენდებიც აქტიურად ცდილობენ  თავიანთი ნიშა დაიმკვიდრონ ამ სფეროში.  ასეთ გარემოში ბიზნესისთვის ინტერნეტ გარემოში თავის დამკვიდრებაზე ზრუნვა აუცილებელია.

 

მარკეტინგი ციფრულ სამყაროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყველა კომპანიის საქმიანობაში, რადგან დღეს უკვე ბრენდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მომხმარებლების მოზიდვა ძირითადად სწორედ ციფრულ სამყაროში ხდება.

 

მოკლე კურსი „მარკეტინგი ციფრულ სამყაროში“ მიმოიხილავს თანამედროვე მარკეტინგის განვითარებას მედიის რევოლუციის პირობებში, ტრენინგზე დამსწრეებს კი საშუალება ექნებათ შეიტყონ ინფორმაცია:

 

  • როგორ უნდა დაიმკვიდროს ბრენდმა თავი ციფრულ გარემოში
  • რა უნდა გაითვალისწინოს ბრენდმა მომხმარებლებთან კომუნიკაციის დროს
  • როგორ მოვიზიდოთ მეტი მომხმარებელი
  • რა ტენდენცია შეინიშნება რეკლამირების, ბრენდინგის კუთხით ციფრულ სამყაროში და როგორ ავუწყოთ ფეხი მას

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარჯანიშვილის N7



შეავსე განაცხადი