დაგეგმვა და ანალიზი

ლია ნადიბაძე

საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრ House of Finance-ის მმართველი პარტნიორი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.
  • აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე.
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

დაგეგმვა და ანალიზი

 

საგადასახადო აღრიცხვის და დეკლარილების გარდა ორგანიზაციას სამეურნეო საქმიანობის შედეგების შეჯამება და ანალიზი სჭირდება. ზოგჯერ ეს ინფორმაცია გამოქვეყნებას ექვემდებარება_მაგალითად ფასს(IFRS)  სტანდარტის მიხედვით, მაგრამ ზოგჯერ კონფიდენციალურია და მხოლოდ მენეჯერის მიერ მართვის პროცესში გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვის და კონტროლის დროს. კონსულტაციაზე მიიღებთ ინფორმაციას:

  • როგორ უნდა მოვახდინოთ ხარჯების კლასიფიკაცია და ანალიზი მრავალი მიმართულებით
  • როგორ ვაწარმოოთ წაუგებლობის და მიზნობრივი მოგების ანალიზი
  • როგორ დავთვალოთ პროდუქტის ან მომსახურების თვითღირებულება ფასწარმოქმნის თვალსაზრისით
  • როგორ მივიღოთ მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ეფექტის მქონე გადაწყვეტილებები ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

კონსულტაცია განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისათვის, მენეჯერებისათვის, ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის.

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ლოკაცია-მარჯანიშვილის 7



შეავსე განაცხადი