საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრა

გელა მღებრიშვილი

საკონსულტაციო კომპანია "Nexia TA-ის" მმართველი პარტნიორი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.
  • აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე.
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრა

კონსულტაციის მიზანია მსმენელი გაერკვეს საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების ძირითად პრინციპებში. ასევე კონსულტაციის შემდეგ შეძლებთ საქართველოსა და სხვა ქვენყებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულებების სწორ გამოყენებას.

 ძალიან ხშირად საკითხის არასრულ ცოდნას კომპანია მიყავს ორმაგ დაბეგვრამდე ან სულაც გადასახადის არამართებულად გადაუხდელობამდე. ორივე შემთხვევაში კომპანია დგება ერთის მხრივ ზედმეტი გადასახადის გადახდის და მეორეს მხრივ ჯარიმის რისკის ქვეშ.

კონსულტაცია დააინტერესებთ როგორც კომპანიის ბუღალტრებს და ფინანური განყოფილების მმართველებს, ასევე კომპანიის ხელმძვანელებს. გაერკვევიან რა აღნიშნულ პრინციპებში მსმენელები შეძლებენ კანონთან შესაბამისობაში დაზოგონ გადასახადი.

 

კონსულტაციაზე განხილული იქნება:

  • ორმაგი დაბეგვრის ცენტრალური კონცეფციები;
  • საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების ცალკეული დებულებები;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის საერთაშორისო დაბეგვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მუხლები.
  • ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინების არსი და მნიშვნელობა, როგორიცაა: რეზიდენტობა, მუდმივი დაწესებულება, შემოსავლის ბენეფიციარი მფლობელი და ა.შ.

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ლოკაცია: მარჯანიშვილის 7



შეავსე განაცხადი