სასტუმროს ოპერაციების მენეჯმენტი

ქეთევან ალიმბარაშვილი

სასტუმრო ,,ლაერტონ თბილისის" გენერალური დირექტორი

დარეგისტრირდით, გაიარეთ შესარჩევი ტური და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია  დარგის ლიდერებისგან!

 

პირობები

 

  • გაიარეთ ავტორიზაცია სტარტაპერის ვებ გვერდზე.
  • დაწერეთ 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.
  • აღწერეთ თქვენი ბიზნესის საჭიროება/პრობლემა და დასვით 5-10 კითხვა, რომლებზე პასუხის მიღების მოლოდინი გაქვთ კონსულტაციაზე.
  • შერჩეულ სტარტაპებთან დაკავშირება მოხდება რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
  • პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპები ისარგებლებენ უპირატესობით.

 

კონსულტაციის შედეგად თქვენ მიიღებთ

 

  • სფეროს ექსპერტების პროფესიონალურ რჩევებს
  • ინდიდვიაუალურ მიდგომას რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • პასუხს ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე
  • თქვენი ქეისის ინდივიდუალურ განხილვას დარგის სპეციალისტთან

კონსულტაციაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს კითხვები ან ქეისები  საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისაგან.

 

 სასტუმროს ოპერაციების მენეჯმენტი

 

სასტუმროს ოპერაციების მენეჯმენტის კონსულტაცია მოიცავს სასტუმროს, როგორც ორგანიზაციის სტრუქტურის შესწავლას. კონსულტაციის განმავლობაში, განხილული იქნება, სასტუმროს ყველა განყოფილების / ორგანიზაციული დანაყოფის არსი და ფუნქცია. დამსწრე კომპანია გაეცნოა სასტუმროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, სასტუმროს გენერალური მენეჯერის, საშუალო რგოლის მენეჯერებისა და პერსონალის სამუშაო მოვალეობებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული განხილული იქნება სხვადასხვა ტიპის სასტუმროს მაგალითზე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად და ქართული რეალობის გათვალისწინებით.

 

კონსულტაციაზე თქვენ გაიგებთ

 

  • სასტუმრო განვითარების ეტაპები მსოფლიო და საქართველოს მაგალითზე
  • სასტუმროს ტიპები და თითოეულის განხილვა ვრცლად
  • სასტუმროს კლასიფიკაცია და პირობები
  • სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა დიდი და პატარა სასტუმროს მაგალითზე
  • დეპარტამენტების განხილვა
  • სასტუმროს მართვის პროცესი და მათი ტიპები
  • სასტუმროს გუნდის მართვა და მოტივირება
  • წარმატების გასაღები სტუმარ–მასპინძლობის ინდუსტრიაში 
  • საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა
  • გამოწვევები სასტუმროებისთვის ქართულ ბაზარზე

 

კონსულტაცია განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისათვის, მენეჯერებისათვის და სასტუმროს მიმართულებით დასაქმებული პირებისთვის

 

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 3 საათამდე

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია

კონსულტაციის ლოკაცია: მარჯანიშვილის 7



შეავსე განაცხადი