სტარტაპერი

CITYPORT სტარტაპერისთვის

CITYPORT-ის შესახებ

ელ.კომერციაში უკვე საკმაოდ გავრცელებული ტერმინი რომ ვიხმაროთ, Cityport- order fullfilment, უფრო კი micro-fullfilment სერვისია.

 

დიდ ქალაქებში Express delivery, ანუ შეკვეთის მაქსიმუმ 1 საათის ფარგლებში მიწოდების სერვისი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. პანდემიურმა კრიზისმა აღნიშნულ ტრენდს ძლიერი დამატებითი ბიძგი მისცა.

 

Cityport-ის საქმიანობა სწორედ ამ რეალობას ეხმიანება - ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს სასაწყობე სივრცეს ქალაქის შუაგულში, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ცენტრალურ უბნებში შეკვეთების უსწრაფესი განაწილება.

 

სასაწყობე სივრცე ოპერირებს სადღეღამისოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ შეკვეთილი ნივთის გაგზავნა, ჩვენივე ექსპრეს-კურიერის ან ნებისმიერი სხვა საკურიერო სამსახურის ეშვეობით, ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი.

 

ჩვენ, Cityport-ის გუნდი, ელექტრონული კომერციიდან მოვდივართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ ვიყოთ ის პარტნიორი, რომელიც საგრძნობლად გაგიმარტივებთ ონლაინ კომერციულ საქმიანობას.

 

ვებ გვერდი: cityport.ge

 

შეთავაზების პირობები

Cityport-ის მარტივი სცენარით ოპერირებს: ჩვენ ვინახავთ, თქვენ ყიდით, ჩვენ ვაგზავნით.

 

დასაწყობება: ქალაქის ცენტრში, 24/7 საიმედოდ დაცულ საწყობში, კონტროლირებად კლიმატურ პირობებში თქვენი მარაგების შენახვა-აღრიცხვა.

 

გადაცემა: მესამე მხარის (გლოვო, ვოლტი და ..) საკურიერო კომპანიებსათვის შეკვეთების გადაცემის სადღეღამისო მომსახურება.

 

მიტანა: ჩვენივე საკუთარი საკურიერო ქსელით სახლში მიტანის სერვისი ხელსაყრელი პირობებით, ნაღდი ფულის შეგროვების შესაძლებლობით.

 

მომსახურეობის მინიმალური პაკეტის ღირებულება თვეში 120 ლარია და ფასში შედის:

 

  • 1 კუბური მეტრი სასაწყობე სივრცე;
  • გარანტირებული უსაფრთხოება;
  • 10:00 - 22:00 ოპერირების დრო;
  • საქონლის აღრიცხვა;
  • ყოველკვირეული რეპორტინგი;

 

თუმცა, ინდივიდუალური მიდგომით შესაძლებელია მეტი სათავსო სივრცის გამოყოფა, გარე საკურიერო სამსახურის 24-საათიანი მომსახურეობის რეჟიმი, სამაცივრე პირობები სპეციალური საქონლისთვის, შეკვეთების სასაჩუქრედ შეფუთვა გაგზავნამდე, ყოველდღიური რეპორტინგი და .. ჩვენივე კურიერის მომსახურეობა კი 10კგ.-მდე წონის ნივთებზე ქალაქის მასშტაბით 5 ლარი ღირს.

ზოგადი პირობები

  • გაიარეთ ავტორიზაცია ჩვენ ვებ გვერდზე
  • ავტორიზაციის შემდეგ, შეავსეთ სპეციალური შეთავაზების განაცხადი
  • დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულ სტარტაპებთან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში
  • სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის, ან ინდ. მეწარმეებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობიდან გასულია მაქსიმუმ 2 წელი


შეავსე განაცხადი