სტარტაპერი

Nexia TA სტარტაპერისთვის

Nexia TA -ს შესახებ

Nexia-ს ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 120-ზე მეტ ქვეყანაში, 650-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. „ნექსია თიეი“  საერთაშორისო ქსელს უკვე 5 წელია  შეუერთდა და საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.

 

კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: აუდიტს, ბუღალტერიას, გადასახადებს, (სატრანსფერო ფასწარმოქმნა), კონსალტინგს, იურიდიულ მომსახურებას, ნექსია სოლუშენსა და ნექსია თიეი აკადემიას. 

 

„ნექსია თიეი“ მომსახურებას უწევს როგორც მსხვილ და საშუალო, ასევე მცირე ზომის ბიზნესებს. მისი კლიენტები ის კომპანიები არიან, რომლებიც ოპერირებენ წარმოების, ფინანსების, ვაჭრობა/დისტრიბუციის, საბანკო, სამშენებლო, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით.

შეთავაზების პირობები

მომსახურება მოიცავს შემდეგ სერვისებს

 

  • მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვა
  • მიმდინარე საგადასახადო მხარდაჭერა
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
  • მხარდაჭერა საგადასახადპ რევიზიის პირობებში

 

მომსახურების ღირებულება არის თვეში 200-300 ლარი, ფასი დამოკიდებულია სტარტაპის სამუშაო სპეციფიკაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად კომპანიასთან მოლაპარაკების საფუძველზე. 

ზოგადი პირობები

  • გაიარეთ ავტორიზაცია ჩვენ ვებ გვერდზე
  • ავტორიზაციის შემდეგ, შეავსეთ სპეციალური შეთავაზების განაცხადი
  • დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულ სტარტაპებთან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში
  • სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის, ან ინდ. მეწარმეებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობიდან გასულია მაქსიმუმ 2 წელი


შეავსე განაცხადი