ბიზნეს ამქარი არის ჯიპას და სტარტაპერის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სტარტაპერები მიიღებენ 80 ამდე მომსახურებას ჯიპას სტუდენტებისა და მათი ლექტორებისგან. პროექტი ერთი მხრივ ხელმისაწვდომს ხდის მაღალი ხარისხის B2B მომსახურებას დამწყები ბიზნესებისთვის და მეორე მხრივ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სწავლის დასრულებამდე მიიღონ სამუშაო გამოცდილება რეალურ ბიზნეს ქეისებზე.
ამქარის სერვისის მისაღებად, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 10 მარტამდე, სტარტაპების შერჩევა ხდება გასაუბრებით. პირველ ეტაპზე შერჩეული სტარტაპები მომსახურებას მიიღებენ 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (მარტი- მაისი 2019).
ქვემოთ გაეცანით სერვისების ჩამონათვალს.