სტარტაპ რესტორანი

თუ შენ გაქვს სურვილი დაიწყო ან განავითარო შენი რესტორნის

ბიზნესი და გჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, მზად ვართ დაგეხმაროთ.

შეავსე სესხის განაცხადი, მიიღე სესხი და განავითარე შენი ბიზნესი!

სტარტაპერი

სტარტაპ რესტორანი

უპირატესობები

ყველა მსესხებელ სტარტაპს შეუძლია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ კონსულტაციებზე დარგის პროფესიონალებთან შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ფინანსები
  • გადასახადები
  • ციფრული მარკეტინგი
  • ბრენდინგი
  • გაყიდვები
  • მენეჯმენტი
  • ადამიანური რესურსების მართვა

 

*კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.
 

სესხის პირობები

  • მოცულობა - მაქსიმუმ 150,000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარი, ევრო)
  • უზუნველყოფის გარეშე - მაქსიმუმ 50,000 ლარი
  • მიზნობრიობა - მიწის, შენობის, ავეჯისა და ინვენტარის შეძენა, მშენებლობა/რემონტი, „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება, კვების ობიექტთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსება.
  • ვადა - მაქსიმუმ 10 წელი
  • საშეღავათო პერიოდი - მაქსიმუმ 21 თვე
  • ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი

სესხის მისაღებად საჭიროა

სესხის მისაღებად საჭიროა გქონდეთ პრაქტიკული გამოცდილება სარესტორნო ან სხვა მსგავსი მიმართულებით (სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და სხვა კვების ობიექტები) ან გყავდეთ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი.

 

თანამონაწილეობა 30% - რომელიც შეიძლება იყოს:

 

  • ფულადი სახსრები - დანაზოგი/ ბიზნეს ამონაგები
  • მოპოვებული გრანტი
  • პროექტის განსახორციელებლად შეძენილი:
    • მიწა
    • კომერციული ფართი
    • ინვენტარი
    • სხვა აქტივები
  • მშენებლობა/რემონტში განხორციელებული ინვესტიციები

დასაფინანსებელი რესტორნის ტიპები

  • კონკრეტული მახასიათებლით გამორჩეული ტიპიური რესტორანი
  • ვინტაჟური კაფე-რესტორანი გამორჩეული დიზაინით, მომსახურებით, მენიუთი ან სხვა კონკრეტული მახასიათებლით
  • სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც გამოირჩევა არასტანდარტული მომსახურებით, განსხვავებული პროდუქტით ან დიზაინით, აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.
  • კაფე-ბარი ბაზარზე გამორჩეული პოზიციონირებით (მაგალითად, ხარისხიანი და გამორჩეული სასმელების ასორტიმენტი, რომელიც მზადდება ადგილზე)


შეავსე განაცხადი