ბრენდი და კომუნიკაცია

ნინო ეგაძე

თიბისის მარკეტინგის ხელმძღვანელი

დაესწარი თუ:

  • გინდა იცოდე, როგორ უნდა დაიმკვიდროს ბრენდმა საწყის ეტაპებზე თავი;

  • გაინტერესებს, რა უნდა გაითვალისწინოს ბრენდმა მომხმარებლებთან კომუნიკაციის დროს

  • გინდა იცოდე, როგორ უნდა შეაყვარო ბრენდი მომხმარებელს;  

  • გაინტერესებს რა უნდა გაითვალისწინო კომუნიკაციისას ბიზნესის დაწყების პირველ ეტაპებზე.

 

 

სესიაზე სტარტაპები გაეცნობიან:

რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომუნიკაციის დაწყებისას, როგორ უნდა ააშენონ ბრენდი და შეაყვარონ ის მომხმარებლებს.

 

 

 

ლექტორის შესახებ: 

ნინო ეგაძემ თიბისის მარკეტინგის დირექტორის პოზიცია ხუთი წლის წინ დაიკავა. პროფესიით ვიზუალური კომუნიკაციის და გრაფიკული დიზაინის სპეციალისტია.

 

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი.

მისამართი: ZOOM

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ სტარტაპერს.