ტრენინგი - როგორ ვაპოვნინოთ თავი მომხმარებელს - Google AdWords

პავლე გაბრიჭიძე

კომპანია Leavingstone - ის სოციალური მედიისა და სარეკლამო განყოფილების უფროსი

ციფრული კომუნიკაციების სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს სარეკლამო არხის სწორად შერჩევას და მის ეფექტურად გამოყენებას. აღნიშულ ტრენინგზე გაეცნობით გუგლ ედვორდს - დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სარეკლამო არხს.

 

  • ტრენინგზე რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით განვიხილავთ პლატფორმის მახასიათებლებს, შესაძლებლობებსა და უპირატესობებს.
     
  • მიიღებთ ცოდნას როგორ მიწვდეთ თქვენთვის საინტერესო აუდიტორიას საჭირო დროს.
     
  • როგორ მიაღწიოთ სასურველ მიზანს მოკლე დროში, მინიმალური დანახარჯებით.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა 3 საათი.

მისამართი: ჭავჭავაძის 11, თიბისი ბანკის ფილიალი.

ტრენინგებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს. ტრენინგები სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.



შეავსე განაცხადი